მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

15-05-2022, 17:46 - 2022
780
       

„პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა“, - ამის შესახებ კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
 
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ამის გამო მადლობელი უნდა იყოს ყველა.
 
პატრიარქი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, არა არის აუცილებელი რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის. შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ადამიანი ამისთვის, ყველა: ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც.
ასე რომ ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე, ნუ რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება
“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები