უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტის, კატალინა ნოვაკის ინაუგურაცია გუშინ ჩატარდა.
საკუთარ გამოსვლაში ნოვაკმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თქვა, რომ ვარშავაში მოგზაურობას გეგმავს. მისი თქმით, ეს იქნება ვარშავასთან ურთიერთობების გამოსწორების აშკარა ჟესტი.
„სამშაბათს, 17 მაისს, მივემგზავრები ვარშავაში პოლონელი ხალხის პრეზიდენტთან შესახვედრად. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანდჟეი (დუდა), მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ ისე, როგორც მეგობრებს შეეფერება! ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ სამუდამოდ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას“, - განაცხადა მან.