მედვედევი - მიგვიფურთხებია G7-ის მიერ ახალი საზღვრების არაღიარებისთვის

მედვედევი - მიგვიფურთხებია G7-ის მიერ ახალი საზღვრების არაღიარებისთვის
15-05-2022, 16:03 - 2022
755

დიდი შვიდეულის განცხადებას, რომ არასდროს აღიარებენ კრემლის მცდელობას, ძალის გამოყენებით შეცვალოს სუვერენული ქვეყნის საზღვრები, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი პასუხობს. 


რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარებას" მოაწერა ხელი, დასავლეთს ურჩევს, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნოს.


"რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას მიუფურთხებია G7-ის მიერ ახალი საზღვრების არაღიარებისთვის. მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ხალხის ნამდვილი ნება. ნუ დაივიწყებთ კოსოვოს პრეცედენტს, დასავლეთელო მეგობრებო. გამოდის, რომ G7 გააგრძელებს რუსეთთან ფარულ ომს, ნაცვლად იმისა, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილო მცხოვრებლებისთვის. G7-ის ქვეყნები მოუწოდებენ ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, არ გაამართლოს რუსეთის ქმედებები და არ გაუწიოს მას სამხედრო დახმარება, ეს არის პირდაპირი ჩარევის გაგრძელება ჩინეთის საქმეებში და მინიშნება - თუ რამეა, შეგვიძლია თქვენი დასჯაც. ამბობენ, რომ მოსკოვის წინააღმდეგ მიღებული იქნება დამატებითი შემაკავებელი ზომები. ჩვენ კი გვეგონა, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთს შესთავაზებდნენ მატერიალურ დახმარებას უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის. შევცდით“, - დაწერა მედვედევმა

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა