აშშ-ის „მწვანე ბარათი“ საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE Turebi.ge-სა და მის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მწვანე ბარათის მოგება არ ნიშნავს, რომ ამერიკაში წასვლა ხვალვე შეგიძლიათ, რადგან მთავარი - მეორე ეტაპია გასავლელი და ამისთვის კანდიდატებს ყველა საჭირო საბუთის მოგროვება სჭირდებათ, იქნება ეს დაბადების მოწმობა, პასპორტი, განათლების, ნასამართლეობისა, თუ ჯარის ცნობა. აუცილებელია თავად ამერიკაში საცხოვრებელის/სამსახურის მოძიება და DS260-ის ყოველგვარი შეცდომის გარეშე შევსება“, - ამბობს გამოცემის ცნობით, კომპანიის დირექტორი ნიკა გოგოლაძე.