„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გიგი უგულავას ინიციატივას „ქოლგა პარტიასთან“ დაკავშირებით სერიოზულად არ განიხილავენ.
მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს.
„ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული, ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობას და კატასტროფას, ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნება”. ამიტომ, ამ იდეას ჩვენ, „ევროპული საქართველო“ არც კი განვიხილავთ სერიოზულად. ამ აბსურდულ იდეას სერიოზულად ვერ განვიხილავთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.