არსებული ინფორმაციით, შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილს 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაუყინა

არსებული ინფორმაციით, შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილს 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაუყინა
15-05-2022, 00:02 - 2022
1 737

არსებული ინფორმაციით, შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაუყინა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თანხის გაყინვის მიზეზი, სავარაუდოდ, ფულის წარმომავლობა იყო.
 
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობები რამდენიმე წლის წინ გაუფუჭდა და მან შვეიცარიულ ბანკს, სასამართლოში უჩივლა გასული წლის ნოემბერში გავრცელდა სხდომის კადრები, სადაც ჩვენებას თავად ოლიგარქი აძლევდა. პროცესი ბერმუდაზე მიმდინარე წლის მარტში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
 
29 მარტს „კრედიტ სუისმა“ გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ ბერმუდას სასამართლოს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და შვეიცარიული კომპანია მის გასაჩივრებას აპირებს.
 
ამ განცხადებიდან მეორე დღეს განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა. მასში ნათქვამია, რომ ივანიშვილის სატრასტო ფონდის მმართველებმა, რომლებიც „კრედიტ სუისის“ დანიშნულები არიან, 2-ჯერ შეაფერხეს თანხების გადარიცხვა, რითაც ოლიგარქს ფინანსური ზარალი მიადგა. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ტრასტის მმართველები ამას აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიდნენ და რომ ასეთი მიდგომა პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებდა.
 
ივანიშვილი შვეიცარიელებს ამჯერად სინგაპურის სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით კიდევ უფრო მეტ ფულს მოითხოვს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა