„ტელევიზიაში ბობოხიძემ და მისმა ორმა თანხლებმა პირმა სახეში რამდენჯერმე ჩამარტყეს“ - ჟურნალისტის, ირაკლი იმნაიშვილის სკანდალური ინტერვიუ

„ტელევიზიაში ბობოხიძემ და მისმა ორმა თანხლებმა პირმა სახეში რამდენჯერმე ჩამარტყეს“ - ჟურნალისტის, ირაკლი იმნაიშვილის სკანდალური ინტერვიუ

14-05-2022, 23:50 - 2022
1 268
       

„ტელეკომპანიის დერეფანში, ბობოხიძემ და მისმა ორმა თანხლებმა პირებმა დამიჭირეს და სახეში რამდენჯერმე ჩამარტყეს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრა.
 
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ამ საქმის გამოძიების გამო მას აშინებდნენ, აფრთხილებდნენ და უთვალთვალებდნენ.
 
„დილის 7 საათზე ვრთავთ ტელევიზორს, შს მინისტრი მერაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს.

ეს იყო უბედური შემთხვევა, თუმცა მტკიცებულება არ იყო და ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას. იყო საუბარი, რომ გაზის გაჟონვა მოხდა, მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ იმ მომენტში გაზი არ მიეწოდება მთლიანად კორპუს, შემდეგ გავიგეთ, რომ სისხლში მომწავლელი ნივთიერება იყო იმ ზღვარზე, რომ პრემიერი რეანიმაციაში უნდა ყოფილიყო და არა მორგში. შესაბამისად ეს შემთხვევა, რომ ვითომ იყო უბედური შემთხვევა ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტებით იყო შეუძლებელი.
შემდეგ მერაბიშვილთან მქონდა მცირე ინტერვიუ და მას ვკითხე დილის 7 საათზე საიდან დაადგინეთ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რაზეც მან მიპასუხა, რომ სუნი იგრძნო, ესეც ვერ დავიჯერეთ, რადგან CO-ს არც სუნი, არც გემო და არც ფერი არ აქვს. აი აქედან იწყება პრობლემები.

მახსოვს თავიდან თვალთვალი, მანქანით მივდიოდი და მანქანა მომყვებოდა, გადმოვედი, არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, სურათი გადამიღეს და წავიდნენ. ბუკიას ბაღთან ვსადილობდი და მოვიდა ორი ტიპი, ერთმა იარაღი დამანახა, რომ ჰქონდა და მომიჯდა ორივე. და მომცეს „რჩევები“ - სწრაფად დაგყავს მანქანა, გუდარში სრიალიც გყვარებია და შენ თავს თუ არ უფრთხილდები „იმ გოგოს მაინც გაუფრთხილდი“ - აქ იგულისხმებოდა ჩემი მეუღლე - თორე ყველა დაიჯერებს, რომ ავარიაში მოყევი და ვერ გადარჩი.

ერთ დღეს ქუთაისიდან, ტელეკომპანია „რიონში“ დამიბარეს სასაუბროდ. გადაცემაში იყო ასევე აკაკი ბობოხიძე ასევე, როგორც სახელისუფლებო მხარის წარმომადგენელი. ბობოხიძე იყო თავიდანვე აგრესიული, არ ვიცი რის გამო და მან ეს აგრესია გადაიტანა გადაცემის გარეთ, გადაცემა მალევე მორჩა და ტელეკომპანიის დერეფანში, ბობოხიძემ და მისმა ორმა თანხლებმა პირებმა დამიჭირეს და სახეში რამდენჯერმე ჩამარტყეს. ერთ-ერთს რაღაც ეკავა ხელში, ბლაგვი საგანი სავარაუდოდ. ბევრი სისხლი წამოვიდა, ისინი გაიქცნენ, სისხლს ვერ ვიჩერებდ. არ მახსოვს როგორ გავიჩერე სისხლი, გამოვედი ტელევიზიიდან, ნათია რეკავს ჩემებთან და მანქანაზე ორჯერ იყო სულ დამჯდარი, გორს გავცდით ისე, რომ მთელი გზა რომელიღაც მანქანას მიყვებოდა, რადგან უკვე ღამე იყო და ფარები ვერ აანთო. ჩავედით ჩემებთან, თავიდან შეგვეშინდა კლინიკაში მისვლა რადგან დევნა შეიძლება გაეგრძელებიათ. პოლიციამ რომ დაიწყო საქმის გამოძიება ვერ იპოვეს მტკიცებულები თუ სად მოხდა და ვინ გააკეთა ეს“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები