„შალვა ნათელაშვილის ფანჩატური ქოლგით შეიცვალა“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი გიგი უგულავას ინიციატივას.
მისი თქმით, ვინც „ქოლგა პარტიის“ ქვეშ აღმოჩნდება, ყველა „ნაცმოძრაობის სატელიტებად“ იწოდება.
„პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, რადგან „ნაცმოძრაობის სატელიტებად“ იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.