კობახიძის თქმით, დიდი შვიდეულის სამიტზე საქართველო იმიტომ არ მიიწვიეს, რომ სამხედრო კონფლიქტი თავიდან აირიდა

კობახიძის თქმით, დიდი შვიდეულის სამიტზე საქართველო იმიტომ არ მიიწვიეს, რომ სამხედრო კონფლიქტი თავიდან აირიდა

14-05-2022, 15:46 - 2022
791
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი შვიდეულის სამიტზე საქართველოს არმიწვევის მიზეზი „პოზიტიურია“.
 
როგორც კობახიძე ამტკიცებს, უკრაინა და მოლდოვა სამიტზე მხოლოდ იმიტომ მიიწვიეს, რომ ომთან არიან დაკავშირებული.
 
მიზეზი არის ძალიან პოზიტიური. რატომაც ჩვენ არ ვესწრებით არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხან, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომი და ეს არის რეალობა.
 
გერმანიის საელჩო მარტო გერმანიის საელჩო ხომ არ არის, გერმანიის საელჩო ახმოვანებს გერმანიისა და ამ შემთხვევაში, დიდი შვიდეულის საერთო პოზიციას და გერმანიის საელჩომ განმარტა შემდეგი: უკრაინა არის ომში, მოლდოვა უშუალოდ ემიჯნება საომარ მოქმედებებს და თუ ვინმეს სწყინს, რომ იქ არ იყო მიწვეული საქართველო, მას სწყინს, რომ საქართველო არ არის გახვეული სამხედრო კონფლიქტში
“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები