„ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი“ - წულუკიანის განცხადება

„ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი“ - წულუკიანის განცხადება
14-05-2022, 15:26 - 2022
968

„როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში, ქალი პოლიტიკოსების ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალი პოლიტიკოსების ღირსება სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით იყო ფეხქვეშ გათელილი.
 
გავიხსენებ ალბათ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როდესაც ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი. ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა