ზარქუა: გინდ გაშლილი, გინდ დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, მაინც არაფერი გამოვა

ზარქუა: გინდ გაშლილი, გინდ დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, მაინც არაფერი გამოვა

8-02-2022, 15:57 - 2022
676
       

„ხელმოცარულები, პოლიტიკურად გაკოტრებულები მთელი წლები ბიუჯეტს რომ ხრავდნენ, გინდ გაშლილი, გინდ, დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციას შეუძლია ხან გაშლილი ქოლგის ქვეშ იტრიალოს, ხან დახურული ქოლგის ქვეშ. 

„მოუნდა ხომ გაშლილი ქოლგის ქვეშ? ეს ქოლგა დახურული იქნება, თუ გაშლილი და საერთო ოპოზიციის რომელ ფლანგში გაერთიანდება, მაგრამ მგონია, რომ ხელმოცარულები, პოლიტიკურად გაკოტრებულები, კორუმპირებულები, მთელი წლები ბიუჯეტს რომ ხრავდნენ, გინდ გაშლილი და გინდა, დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა. ეს ვერ გაითვალისწინეს, ვერ გაიაზრეს და ისევ ერთი და იმავე წრეზე ტრიალებენ. მათი არჩევანია, მმართველ პარტიას საერთოდ არ აქვს ეს პრობლემა, რაც უნდათ, ის იტრიალონ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები