მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე განცხადებას აკეთებს

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე განცხადებას აკეთებს
13-05-2022, 23:05 - 2022
1 274

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ნევროლოგი ოთარ თოიძე კლინიკა „ვივამედში“  სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.
 
როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ სააკაშვილს ოპტიმალური მკურნალობა უტარდება.
 
შეხვედრა გვქონდა მთავარ ექიმთან, პროფესორ ჩხაიძესთან და მკურნალ ექიმებთან. ასევე რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ პრეზიდენტს. დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს. დეტალურად ვერ გეტყვით, რა კვლევებზეა საუბარი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. არის მთელი ბრიგადა, სხვადასხვა პროფესიის ექიმები არიან - ნევროპათოლოგები, შინაგან სნეულებათა ექიმი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი და ა.შ. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა არ შემიშვა მასთან. ექიმმა მომცა წერილი, სადაც წერია, შეუშვით ექიმი ყიფშიძე სანახავად, მაგრამ შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გადარეკა-გადმორეკა და უარი თქვეს. მიზეზს არ ასეხელებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა