„ვივა მედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

„ვივა მედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს

13-05-2022, 18:40 - 2022
2 822
       

„ვივა მედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც კონკრეტული დასკვნები დაიდება.
 
მას არ დაუკონკრეტებია რა პროფილის ექიმები არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის კვლევებში.
 
მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ჩვენ ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება უკვე კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, მხოლოდ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, შემდგომში გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები