ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის პატრიოტი, თავისი ქონება დახარჯა თქვენთვის

ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის პატრიოტი, თავისი ქონება დახარჯა თქვენთვის

13-05-2022, 15:14 - 2022
818
       

„ბიძინა ივანიშვილი არის პატრიოტი, თავისი ქონება დახარჯა თქვენთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში თუ რაიმე გაკეთდა ქვეყანაში ივანიშვილის დამსახურებაა.
 
ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის - 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის.
 
ყველა ის რეფორმა და სიკეთეები, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ
“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები