"არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, მანამდე მადროვეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ აინტერესებს არც ერთი ოპოზიცონერის განცხადება.
"ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აფსურდული რაღაც განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ასე რომ მანამდე, გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.