„ექიმებმა არ იციან რა უნდა მითხრან, აღარ არსებობს ადამიანი, გაქრა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

„ექიმებმა არ იციან რა უნდა მითხრან, აღარ არსებობს ადამიანი, გაქრა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

13-05-2022, 13:11 - 2022
1 801
       

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელმაც შვილი გუშინ, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა, ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმეა.
 
მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილს უკვე იმდენი დიაგნოზი და პრობლემა აქვს, რომ ექიმებს პასუხისმგებლობის აღება შეიძლება, გაუჭირდეთ.
 
მე რაც ვნახე ეს იყო ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, ადამიანი აღარ არსებობს ფაქტობრივად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. საერთოდ ძალიან გამხდარი, ძლივს მოძრაობს, ყველაფერი ხდება ძლივს ძლივს. ექიმებმა რა უნდა მითხრან, ისინიც ძალიან შეწუხებულები არიან და უნდათ რომ ეშველოს, მაგრამ მე მგონი ვერც კი იღებენ პასუხისმგებლობას, იმდენად ბევრი აქვს მას ეს შედეგი ყველაფრის, დიაგნოზები არის ბევრი, ყველაფერი ერთად მოსავლელია, ამის გამოცდილება არ არის უბრალოდ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები