ბექა დავითულიანი - ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციის ჩატარების საჭიროებას და მიზანს ვერ ვხედავ

ბექა დავითულიანი - ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციის ჩატარების საჭიროებას და მიზანს ვერ ვხედავ
13-05-2022, 12:56 - 2022
713

„ივანიშვილს მხარს ვუჭერ, მაგრამ აქციის ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ“,- ასე ეხმიანება გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციის ჩატარების დაანონსებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი.
 
მისი თქმით, ვერ ხვდება, რა უნდა იყოს აქციის მიზანი.
 
ვერ ვხვდები აქცია რა საჭიროა, ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ, მაგრამ აქციის ჩატარების საჭიროებას და მიზანს ვერ ვხედავ. ჩაატარონ, რას არ შევუერთდები?- ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ რა თქმა უნდა, მაგრამ აქციის საჭიროება დღეს რატომ გაჩნდა მე ვერ ვხვდები. ვერ ვხედავ მიზანს, არ მგონია, დღეს ეს იყოს საჭირო", - განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა