ლუკაშენკო: NATO-სთვის ზიანის მიყენებას შევძლებთ

ლუკაშენკო: NATO-სთვის ზიანის მიყენებას შევძლებთ

13-05-2022, 11:26 - 2022
976
       

„გვესმის, რომ NATO-ს ვერ დავამარცხებთ, მაგრამ ზიანის მიყენებას შევძლებთ“, - ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 10 მაისს თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტები ძალიან საჭირო იარაღია.
 
ეს (ისკანდერის ტიპის რაკეტები) ჩვენთვის ძალიან საჭირო იარაღია. ის ჩვენ დღეს გვაქვს და კიდევ ერთხელ შევთანხმდი რუსებთან, რომ მათგან ისკანდერებს ვიყიდით. მათი ბელარუსიდან გაყვანა არ მოხდება. ისინი შეიძლება ჩვენი სფეროს დაცვისთვის ამოქმედდნენ.
 
ვფიქრობ, არმიისთვის ეს კარგი შეიარაღებაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს არმიას მოწინააღმდეგისთვის წარმოუდგენელი ზიანის მიყენება შეუძლია. როგორც ვგეგმავდით. ჩვენ ხომ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ NATO-ს დამარცხება არ გამოგვივა. აი, ზიანის მიყენებისთვის კი, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, საიდანაც თავს დაგვესხმებიან, ჩვენ ამის ყველა იარაღი გვაქვს. ეს არის იარაღი, რომელიც პოლონეთიდან ბალტიამდე მთელ ტერიტორიას ფარავს. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. პრაქტიკულად [ვფარავთ] უკრაინას კიევს იქით. მე, ღმერთმა დამიფაროს, არაფერზე ვაკეთებ მინიშნებას, თუმცა ესმოდეთ იმ იარაღის სროლის მანძილი, რომელიც ჩვენ გვაქვს
“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები