„ქართული ოცნება“ ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციისთვის ემზადება - სარჯველაძის განცხადება

„ქართული ოცნება“ ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციისთვის ემზადება - სარჯველაძის განცხადება
13-05-2022, 00:41 - 2022
937

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „სიამოვნებით შეუერთდება“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას, თუკი მას ვინმე დააორგანიზებს.
 
როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, ამ შემთხვევაში, აქციით მოხდებოდა იმის ჩვენება, როგორია ივანიშვილის მიმართ ქართველი ხალხის განწყობები და დამოკიდებულება.
 
მე არ მსმენია აქციის შესახებ, თუმცა შეიძლება ღირდეს აქციებით იმის ჩვენება, როგორია ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ასეთი აქციის გამართვის შემთხვევაში, თუ ასეთ საჭიროებას ვინმე დაინახავს და დააორგანიზებს, რასაკვირველია, სიამოვნებით შევუერთდები იმიტომ, რომ მე ვგრძნობ და მაქვს განწყობა, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო იყოს პაიკი. მე ასე არ ვხედავ ჩემს ქვეყანას.
 
მსოფლიო პოლიტიკაში დღეს არსებობენ გავლენიანი პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, ეს აშკარად იგრძნობა, რომ კი, საქართველოში ომი უნდა გამოცხადდეს იმიტომ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა რუსეთის დასასუსტებლად, მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ დავუშვათ ეს ასეა. არ იფიქროთ, რომ არესტოვიჩის ან დოლგოვის და ვიღაცების განცხადებებია და ასე თავისთავად სიზმარივით გაჩნდა, ვინ კარნახობს ამას, ეს შეიძლება პრობლემური იყოს.
 
არსებობს გარკვეული გარემოებები, რომელიც განაპირობებს უცნაური დამთხვევების არსებობას, როდესაც ბანკი კუთვნილ თანხას არ გირიცხავს ერთი თვის განმავლობაში ან კუთვნილი ქონების გადატანაზე თანხმობა ფერხდება. ღმერთმა ქნას, გვეშლებოდეს და არავითარი წინაპირობა არ იყოს და ვიღაც კლერკის შეცდომის ბრალი იყოს, მაგრამ ეს ასე არ მგონია, რომ იყოს
“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა