„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ სასწრაფოდ უნდა გაუშვან,
როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ინანებს“.
„მთავარია, გადაყვანა მოხდეს დროზე, ვიდრე ისე არ დაუზიანდა ჯანმრთელობა, რომ განკურნება შეუძლებელი იყოს - როგორც კი, ოდნავ მოსულიერდება, როგორც კი შეეძლება ფიზიკურად მოძრაობა და ტრანსპორტით გადაადგილება. პროცესი არ უნდა წავიდეს მეორე წრეზე, არ უნდა განმეორდეს გორის პრეცედენტი, არ უნდა დაბრუნდეს არანამკურნალევი კვლავ ციხეში. სასწრაფოდ, რამდენიმე დღეში, როგორც კი შეეძლება უცხოეთში წასვლა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან სამკურნალოდ. ძალიან ინანებს ბიძინა ივანიშვილი და მერე გაახსენდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რა იყო, იმ ცუდი ბედისა, რომელიც მოელის - მათ შორის მის აქტივებს. თუკი კარგად დაფიქრდება, ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად ჩვენი დასავლელი პარტნიორების გულსაც მოიგებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.