„თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ისინი რუსეთის სამიზნე გახდებიან“ - რუსეთის ელჩი გაეროში

„თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ისინი რუსეთის სამიზნე გახდებიან“ - რუსეთის ელჩი გაეროში
12-05-2022, 23:01 - 2022
618

„შვედეთისა და ფინეთის „ნატოში“ შესვლა და მათში ალიანსის ქვედანაყოფების შემდგომი განლაგება ამ ტერიტორიებს რუსი სამხედროებისთვის შესაძლო სამიზნეებად აქცევს“, - ამის შესახებ დიმიტრი პოლიანსკიმ, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
 
მან აღნიშნა, რომ „ნატო“ მტერია, ხოლო ფინეთი და შვედეთი ნეიტრალური ქვეყნებიდან მტერთა ბანაკში გადადიან.
 
მათ [შვედეთმა და ფინეთმა] იციან, რომ თუ „ნატოს“ წევრები გახდებიან, ეს გამოიწვევს გარკვეული სარკისებური ნაბიჯების პროვოცირებას რუსეთის მხრიდან, რაც ჩვეულებრივ ალიანსის წევრ ქვეყნებზე მოქმედებს. გახდებიან სამიზნეები, შესაძლო თავდასხმის სამიზნეები - ისევე, როგორც რუსეთის ტერიტორიები ხდება „ნატოს“ ქვეყნების თავდასხმის სამიზნე...
 
„ნატო“ ჩვენთვის ძალიან არამეგობრული ბლოკია. ის მტერია. „ნატომ“ თავადაც აღიარა, რომ რუსეთი მტერია. ეს ნიშნავს, რომ ფინეთი და შვედეთი მოულოდნელად ხდებიან მტრის ნაწილი ნეიტრალური ქვეყნებიდან. ისინი იღებენ ყველა რისკს, როგორც ყველა.
 
სხვაგვარად, მათ გარკვეული რისკები დაეკისრებათ თავდაცვის სექტორში, დაზარალდებიან ეკონომიკური ხარჯებით
“, - განაცხადა პოლიანსკიმ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა