საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თვალშისაცემად გაუარესებულია.
ამის შესახებ გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე რაც დავინახე, ორი დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო, თვალშისაცემად. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო სულ. სიარული ძალიან უჭირდა. ვიფიქრე, ჩვენც ხომ არ გვეძინა და ალბათ, ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა, მეძინაო. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს - საშინელი სისუსტე.
ექიმები ვნახე, გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ, მაგრამ ეს [სააკაშვილი] არ არის კარგად თვითონ, აი, ეს არის პრობლემა, თორემ თვითონ პერსონალი ძალიან მომეწონა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.