„რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო“ - ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

„რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო“ - ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

12-05-2022, 18:01 - 2022
785
       

„რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ მის თანაგუნდელებს არ აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მხოლოდ მის გადაყვანაზე ფიქრობენ.
 
აუცილებელია, იცით, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო. მითუმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ. მთავარი ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა. არც მისი ჯანმრთელობა აინტერესებს არავის იმდენად რამდენადაც ჯანმრთელობის შერყევა აქვთ ერთადერთ მექანიზმად გამოყენებული, რომ შეასრულონ მთავარი მისია, როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ამის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები