„შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება, ღმერთმა დაიფაროს ბატონი სააკაშვილი“ - მიხეილ სარჯველაძე

„შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება, ღმერთმა დაიფაროს ბატონი სააკაშვილი“ - მიხეილ სარჯველაძე

12-05-2022, 17:48 - 2022
1 057
       

„თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, რომ ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდება საკმარისი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.
 
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა, სწორედ საბოლოო დიაგნოზის დასმის შემდეგ გაირკვევა.
 
ჰიპოთეტურად თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდეს, შეიძლება ასეთი საკმარისი ასეთი სერვისისთვის და ამასთან დაკავშირებით, გუშინაც აღინიშნა, რომ ღმერთმა დაიფაროს, რომ მას ასეთი რამ სჭირდეს ბატონ სააკაშვილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება ამაზე საერთოდ საუბარი შეძლება დაიწყოს, მანამდე რასაკვირველია ეს არის საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები