კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მისი თქმით, რუსეთი შეიმუშავებს საპასუხო ზომებს, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ეს გაფართოების პროცესი მომავალში გამოხატული, რამდენად მიუახლოვდება [ალიანსის] სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს.
ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს. ეს ცალსახაა“, - განაცხადა პესკოვმა.