„აზოვსტალში“ დაღუპული ქართველი მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბებია და ახლობლები ზუგდიდში ცხოვრობენ.
 
„ჩემი გმირი შვილიშვილი, ამით ვამაყობდი მე, 5 წელია არ მინახავს, 5 წლის წინ აქ იყო ჩემი ტატო“, - აცხადებს ტატო ბიგვავას ბებია.
 
შეგახსენებთ, რომ ტატო ბიგვავა აზოვის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა. მისი დაღუპვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 27 წლის სამხედრო ოკუპანტების მიერ ჩამოგდებული, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
