საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივა მედში“ გადაიყვანეს.
 
ესკორტი კლინიკის ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. კლინიკის ტერიტორია კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
 
სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომებია მიღებული. შენობის მე-5 სართული, სადაც მესამე პრეზიდენტის პალატაა განთავსებული, ფაქტობრივად მთლიანად დაცარიელებულია. 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
