მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოიყვანეს და „ვივა მედში“ გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოიყვანეს და „ვივა მედში“ გადაჰყავთ

11-05-2022, 23:31 - 2022
848
       

ამ წუთებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოიყვანეს და კლინიკა „ვივა მედში“ გადაჰყავთ.
 
შეგახსენებთ, რომ კლინიკაში გამოკვლევებზე გადაყვანა სააკაშვილს იუსტიციის მინისტრმა გუშინ შესთავაზა. რაზეც მესამე პრეზიდენტმა დაასახელა გარკვეული პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კლინიკა „ვივა მედში“ გადაყვანას დათანხმდებოდა.
 
იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები