ნარმანია განმარტავს, მოსალოდნელია თუ არა კომუნალურებზე ტარიფის ზრდა

ნარმანია განმარტავს, მოსალოდნელია თუ არა კომუნალურებზე ტარიფის ზრდა

8-02-2022, 14:40 - 2022
1 168
       

სემეკის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფის კიდევ ერთხელ ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ნარმანია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ტარიფები არ გაიზრდება და სემეკ-ის შენობასთან მისვლის და აქციის გამართვით თავი არ შეიწუხონ.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გუშინ ბრიფინგი ჩაატარა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, ძალიან სასაცილო ხალხია, როცა კომისიის ხელმძღვანელი გამოდის და დაბეჯითებით ამბობს იმას, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ამის შემდეგ ბრიფინგს ატარებ, რომ არიქა, ხალხო, მივიდეთ მარეგულირებელთან თორემ ტარიფები იზრდებაო, არ ვიცი რას ემსახურება ეს. ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ნუ შეწუხდებით, ნუ მოხვალთ, მეგობრებო, მარეგულირებელთან, ამით ვერაფერს მიაღწევთ და ვერც ხმებს ვერ მიიღებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ „ფორმულასთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები