„არ შეიძლება, მსჯავრდადებული რომელიმე დეპუტატის თავდებობით განთავისუფლდეს, ამიტომ მე ამას ვერ შევუერთდები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
„არ შეიძლება, მსჯავრდადებული რომელიმე დეპუტატის თავდებობით განთავისუფლდეს, ამიტომ მე ამას ვერ შევუერთდები, ეს ერთი და მეორე - ამას აქვს პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც არ მალავენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მე ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. მათი გადასაწყვეტია, როგორ დღის წესრიგის ქმნიან, მაგრამ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
თუ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი და თუ შეთავაზება არის, მან უნდა მიიღოს ეს სერვისი. წინაპირობების დაყენება გაართულებს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება. ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ თავის ჯანმრთელობაზე ეზრუნა, მერე დანარჩენზე. თავდებობის გარანტიას კანონი არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.