„სოფო იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ციხეში, ეს უნდა აუხსნა ბავშვებსაც“ - გვარამიას მიმართვა ოჯახს

„სოფო იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ციხეში, ეს უნდა აუხსნა ბავშვებსაც“ - გვარამიას მიმართვა ოჯახს

11-05-2022, 16:40 - 2022
1 075
       

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, სასამართლო დარბაზიდან ოჯახს  სიტყვით მიმართა:
 
პირველ რიგში, მე მინდა მივმართო ჩემს ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, ვერც იქნებიან და არც უნდა იყვნენ,   მინდა მათ ვუთხრა, რომ  რაც არ უნდა მოხდეს ახლა, ამ წუთას, თუ მექნა დრო სახლშიც ვეტყვი, არავითარ შემთხვევაში, ეს არ ღირს ნერვიულობად. სოფო, შენ იცი კარგად, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, უბრალოდ მოგიწევს ეს მშვიდად აუხსნა ბავშვებს. და არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ალბათ ისედაც დაგვიდგებიან მხარში, დანარჩენი საჭირო არ არის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები