ხათუნა სამნიძე სააკაშვილის თავდებობაზე უარს აცხადებს

ხათუნა სამნიძე სააკაშვილის თავდებობაზე უარს აცხადებს

11-05-2022, 14:51 - 2022
836
       

„არ ვთვლი სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
 
სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის და არც სამართლებრივად სწორად მიაჩნია.
 
მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ“, - განაცხადა სამნიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები