„იმედის“ ვერსიით Credit Suisse ივანიშვილის ტრანზაქციას იმიტომ აფერხებს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა

„იმედის“ ვერსიით Credit Suisse ივანიშვილის ტრანზაქციას იმიტომ აფერხებს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა

11-05-2022, 00:11 - 2022
8 954
       

სამთავრობო ტელევიზიამ „იმედმა“ Credit Suisse-ს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა.
 
ჟურნალისტის თქმით, საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ აშკარაა კოორდინირებული მოქმედება და სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას.
 
Credit Suisse კლიენტის ტრანზაქციას სავარაუდო დაშვების გამო აფერხებს, უფრო ზუსტად, ევროპული საბანკო ფლაგმანი რეპუტაციით მხოლოდ იმის გამო რისკავს, რომ მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შესაძლოა, სანქციები შეეხოს.

სწორედ ეს ჰიპოთეტური მოლოდინი და საქართველოს ომში ჩართვის შესახებ ენმ-ს მოწოდებები საზოგადოების ნაწილს უჩენს განცდას, რომ აშკარაა კოორდინირებული მოქმედება და სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას.

ეჭვები მმართველ პარტიასაც აქვს, თუმცა აზუსტებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორს არ გულისხმობს
“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები