ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა მუშაობა

ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა მუშაობა

10-05-2022, 22:30 - 2022
563
       

"საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა მუშაობა", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის კითხვარის შევსებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება პასუხებს.

"საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას", - წერს ღარიბაშვილი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები