მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა
10-05-2022, 20:11 - 2022
647

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე - მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე. რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია“, - წერია განცხადებაში.

რევაზ ჯაველიძემ ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა