„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე უარს აცხადებს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე უარს აცხადებს
8-02-2022, 13:59 - 2022
635

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ აპირებს.

პარტიის წევრი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება გიგი უგულავას ინიციატივას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას ახალი ერთობა, სადაც „ქოლგა პარტია“ „ენმ“ იქნება და ამბობს, რომ განსხვავებების აღრევა იქნება ის, რაზეც „ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს.

„ეს არის არასწორი ტაქტიკა, არასწორი სტრატეგია. ჩვენ თუ ავზელთ ჩვენს განსხვავებულობას ერთ პარტიაში, ეს იქნება ის, რაზეს საუბრობს „ქართული ოცნება“. მას უნდა რომ ყველას და ყველაფერს დაარქვას „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ კოორდინაციაში ერთმანეთთან, მაგრამ ის რომ ჩვენ განსხვავებები წავშალოთ და ავირიოთ ერთ პარტიაში არის გამორიცხული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა