უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო გიორგი ფარცვანია ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
„როგორც კი ჩამოვედით საქართველოში, ჩემმა თანამებრძოლმა მიაწოდა თავის პასპორტი, უთხრა დაგველოდეო, პასპორტი წაართვეს, მერე კიდევ ერთი თანამებრძოლი მასაც ანალოგიურად და მეც ანალოგიურად. დაახლოებით საათნახევარი არ გვეუბნებოდნენ რა მიზნით დაგვაკავეს. აეროპორტი იყო გადაჭედილი სუს-ით და საპატრულო ეკიპაჟებით“, - განაცხადა გიორგი ფარცვანიამ.