„მიხეილ სააკაშვილს შევთავაზებთ გადაყვანას“ - იუსტიციის მინისტრი განცხადებას აკეთებს

„მიხეილ სააკაშვილს შევთავაზებთ გადაყვანას“ - იუსტიციის მინისტრი განცხადებას აკეთებს

10-05-2022, 13:55 - 2022
1 271
       

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივა მედში“ გამოკვლევებისთვის გადაყვანას შესთავაზებს.
 
განცხადება ცოტა ხნის წინ, მინისტრმა ბრეგაძემ გააკეთა.
 
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები