„ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქოლგა პარტიასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიები დაიმონოს.
„მე მგონია, ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში მოხვდნენ და რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარ თავსა და პარტიის წარმომადგენლებზე ისწავლეს. ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ოპოზიციური პარტიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნან ახალი ერთობა, სადაც „ქოლგა პარტია“ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.