„მე ჩავთვალე, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი“, - ასე ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სერგეენკომ, თუ რატომ არ მოინახულა სააკაშვილი.
„ჩემი სპეციალობა იმედია არ დასჭირდება არც ერთ ადამიანს და მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილს, მე ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი ვარ. რაც შეეხება ჩემს შესვლას, მე ჩავთვალე, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანს, სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა იქება გვარად, ჯანმრთელობისადმი გულგრილი ვარ, არავითარ შემთხვევაში. ერთად დასხდნენ, შეჯერდნენ არგუმენტებში, შეჯამებები რაიმე კონსენსუს გადაწყვეტილება მიიღოს და მე გიდასტურებთ, რომ არანაირი წითელი ხაზი აქ არ არსებობს, რომ მიიღოს ის რაც სჭირდება. ახლა არის უბრალოდ პოლიტიკური მოწოდებებით...
იქნებ და არ სჭირდება ამ ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობა მოდი ექიმებმა გადაწყვიტონ ეს ყველაფერი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.