კახა კალაძე - სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს

კახა კალაძე - სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს

10-05-2022, 12:43 - 2022
619
       

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური თითოეული პატიმრის ჯანმრთელობას იცავს.
 
როგორც კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
 
სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რამე საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის უსაფრთხოება იყოს ყოველთვის დაცული“, - განაცხადა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები