„თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს“ - წულუკიანი „ენმ“-ს ინიციატივაზე

„თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს“ - წულუკიანი „ენმ“-ს ინიციატივაზე
10-05-2022, 12:28 - 2022
543

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს“, - ამის შესახებ კულტურის  მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
 
წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობაზეც ისაუბრა.
 
თუ აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამშემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა“, - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა