ხვიჩია - თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და არჩევნებში არ მიიღებსს მონაწილეობას, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას

ხვიჩია - თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და არჩევნებში არ მიიღებსს მონაწილეობას, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას

10-05-2022, 12:04 - 2022
765
       

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
 
ის გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარსდგება.
 
გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ კანოპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები