„რადგანაც სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, ჩემი აზრით, თავდებობის შეთავაზება თავშივე მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.
დეპუტატმა განმარტა, რომ თავდებობა არის აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც გამოიყენება არა მსჯავრდებულის, არამედ ბრალდებულის სტატუსის მქონე პირის მიმართ.
„ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველაფერი უნდა გააკეთოს. საუბარია მის პირად თავდებობაზე, რაც არის აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც გამოიყენება არა მსჯავრდებულის, არამედ ბრალდებულის სტატუსის მქონე პირის მიმართ. მიხეილ სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს რამდენიმე საქმეზე, მაგრამ უკვე მსჯავრდებულის სტატუსიც აქვს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ პირდაპირ კანონს მოიშველიებს და იტყვის, რომ კანონმდებლობით შეუძლებელია ამ ინიციატივის განხორციელება, რადგან მსჯავრდებულია. ჩემი აზრით, ეს შეთავაზება თავშივე მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.