ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება
10-05-2022, 11:37 - 2022
608

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
 
პარტიის წევრების განცხადებით, სააკაშვილს თუ ხელისუფლება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს, რეაბილიტაციის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდება.
 
ჩვენი ფრაქცია აპირებს, ხელისუფლებას მიმართოს წინადადებით, რომ თავდებში ჩაუდგება მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ გადაიყვანენ სამკურნალო დაწესებულებაში საზღვარგარეთ, სადაც მიიღებს კვალიფიციურ დახმარებას. ეს არის იურიდიული ხელშეკრულების ნაწილი, რაზეც აბსოლუტურად შეგვიძლია, ჩვენ დავილაპარაკოთ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა