„დაუჯეროს ექიმებს და ეს ე.წ. პრობლემა გადაწყდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვინც მის ჯანმრთელობაზე ჯავრობს მათაც ეს უნდა ურჩიონ.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს და შეიძლება რაღაც დეტალებს არ ვიცნობდე, მთელი პასუხისმგებლობით, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მან უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს. იმ ექიმებს, რომლებიც არიან პროფესიონალები, შესაბამის დაწესებულებაში და პენიტენციურ სამსახურში მუშაობენ და თუ ეს ამას გააკეთებს, ეს ე.წ. პრობლემა, რეალურიც რომ იყოს, გადაწყდება ძალიან მარტივად
თუ ვინმე მართლა ფიქრობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უბრალოდ უნდა ურჩიოს რომ დაუჯეროს ექიმებს და მიიღოს ის, რისი მიღებაც შეუძლია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.