ვმოქმედებ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე - რატი ბრეგაძე

ვმოქმედებ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე - რატი ბრეგაძე
9-05-2022, 18:47 - 2022
1 064

„ტყუილია, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება... ჩვენ ვმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს.
 
ის არ აღიარებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
 
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ადრეც გვითქვამს, ახლაც ვიტყვით, არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება. ჩვენ გავაკეთეთ კიდეც განცხადება, რომ თუკი იქნება ამის საჭიროება, მას შესაძლოა მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა