„ერთადერთი გამოსავალი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, არის მესამე პრეზიდენტისთვის სრული რეაბილიტაციის საშუალების მიცემა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მძიმე შედეგები დადგება, ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმ მძიმე შედეგები, რომელიც შეიძლება დადგეს, იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის, ეს იქნება ძალიან მძიმე ზიანი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ის გარემო რომელშიც იქნება, არ იქნება შესაბამისი, რაც აუცილებელია სრული რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია რეაბილიტაცია იყოს სრულყოფილი, იყოს თავისუფალ გარემოში, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და აქ ძალიან მკაცრად უნდა დაისვას საკითხი, რომ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, პოლიტიკური პატიმარი მესამე პრეზიდენტი არის ყველაზე უფრო დიდი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.