„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision ავრცელებს.
მათი ცნობით, ივანიშვილი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს რადგან მას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთის და საქართველოს, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო თუნდაც ძირითადი გადამოწმება გაეკეთებინა და სავარაუდოა, რომ ბ-ნი ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, არამედ ექვემდებარებოდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას Credit Suisse-ის მხრიდან“, - წერია განცხადებაში.