ჩარკვიანი - ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე

ჩარკვიანი - ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე

8-02-2022, 13:20 - 2022
619
       

„გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე”, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია.

„გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა. მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო კი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არმოწონების გამო, მოქმედების და შედეგის გამო. მგონია, რომ არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები